|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება

გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილება- ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რომან გოცირიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას დააადასტურა.

რომან გოცირიძის განცხადებით, პარტიაში ამ დროისათვის რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

"პარტიაში რამდენიმე ვარიანტი განიხილება, გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით,  თუ იმ დროს როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება", -განაცხადა გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივ არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო. მან 27 პროცენტით მეორე ტურში გადასვლა შეძლო, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური მოსაზრებით უარი განაცხადა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც ამომრჩეველი პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესით შეძლებს.

ავტორი: ნიუპრესი