|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა

გუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ხდება.

"ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი მედიას თავად პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ წარუდგინა. ბურჯანაძის თქმით, სანიკიძის პარტიაში გაწევრიანებას პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, მისი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება იქნება.

გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს დიალოგის გამართვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ  დიდი ოპოზიციური გაერთიანებების ჩამოყალიბების მიზნით  "ეროვნული ფორუმი" ორი კვირის წინ დატოვა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა