|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გუგავა ქუთაისშიც მოვა“-შალვა ნათელაშვილი [VIDEO]

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები წარადგინა. ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ერთი "ლეიბორისტული პარტია" არსებობს.
„ ჩვენ ხალხს ისეთს არასდროს არაფერს ვპირდებით, რისი შესრულება შეუძლებელია. საქართველოში მხოლოდ ერთი, "ლეიბორისტული პარტია" არსებობს, თუ ამომრჩეველს სურს ქვეყნის სათავეში პარტია იხილოს, ხმა ჩვენი მერობის კანდიდატებს უნდა დაუჭირონ, თუ ისევ მანდატის მაძიებელი ოლიგარქები და მტაცებელი ბიზნესმენები ურჩევნიათ არჩევანი საკმაოდ დიდია“-განაცხადა ნათელაშვილმა

"ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა", ქუთაისის მერობის კანდიდატი სამსონ გუგავა შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი ერთადერთია ვინც ქუთაისს გადაარჩენს.

„სამსონი არის მომავალი საქართველო. ეს არის ღირსეული კაცი, მებრძოლი, წესიერი და არაკორუმპირებული. ქუთაისი მისი ხატი და სალოცავია, სამსონი გადაარჩევნს ქუთაისს და ამ კაციდან დაიწყება წინსვლა. გუგავა ქუთაისშიც მოვა“-განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვიმთმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა