|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვირილობის" ღონისძიებები გათვლილია ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანისთვის"

"გვირილობა" წელს კვირეულის ფარგლებში აღინიშნება. 2 მაისს, მიცვალებულთა ხსენების დღეს მიცვალებულთა საფლავებისა და ძეგლების პატივგება მოხდება. მთავარი პროექტები 3 მაისს დაიწყება. დილა ბაგრატის ტაძარში  ქალაქის დალოცვით დაიწყება.  ასევე გაიმართება ყვავილების ფესტივალი. მოხდება ოფიციალური პირების მიღება. პარალელურად კი ქალაქში 30-მდე სხვადასხვა ღონისძება  გაიმართება - თეატრალიზებული შოუები,  პერფორმანსი, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, ფოტო გამოფენა, ფოტოსესია- „გიმნაზისტები გვილოცავენ გვირილობას“ - ცენტრალურ ბაღში. დაგეგმილია ასევე სპორტული ღონისძებები. "ქუთაისქალაქობის" ღონისძიებები 7 მაისს ავტორალით დასრულდება. ქალაქის მერის განცხადებით,  ღონისძიებები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

 "ღონისძიებების სიმრავლიდან გამომდინარე, გადავწვიტეთ კვირეული გაგვეკეთებინა. ვინაიდან, 2 მაისს ბრწყინვალე აღდგომის მეორე დღე, ანუ მიცვალებულთა დღე უწევს,  ამიტომ  გასართობი ღონისძიებების  დაგეგმა უხერხულია. შესაბამისად,  ორი მაისი  პანთეონში აღინიშნება.  ღონისძიებები  გათვლილია ყველა გემოვნების და  ასაკის  ადამიანისთვის.  მოეწყობა თეატრალური დადგმები, გალა- კონცერტები, ასევე კულინარიული  ფესტივალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის",-აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისს "ორმაისობისთვის"  10 ქვეყნის 80 დელეგატი ესტუმრება

ავტორი: ანი ლიპარიშვილი