|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Halloween ქუთაისში [VIDEO]

Halloween-ის დღესასწაული  ქუთაისში "სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის თაობათა დიალოგი" ორგანიზებით აღინიშნა. როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრი აკაკი საღინაძე აცხადებს, ქუთაისისთვის ამ დღესასწაულის კულტურის დანერგვა მნიშვნელოვანია. 

"სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" უკვე მეექვსე წელია, რაც Halloween-ის დღესასწაულს მასპინძლობს. წელს ჩვენი პარტნიორი " Le Garage" გახდა. ქალაქში ერთ ძალიან მაგარ ღონისძიებას ვაწყობთ. დღესასწაულის კვირეული დღეს დაიწყო და ჩვენც შესაბამისად შევხვდით. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დღეს ჩვენთან ერთად, ნელნელა ამ დღესასწაულის კულტურა ინერგება, რაც ძალიან მნიშვმელოვანია"-განაცხადა საღინაძემ.

წვეულება 20:00 ზე დაიწყო  და 02:00 მდე გაგრძელდა. მისულ სტუმრებს განსხვავებული თამაშები შესთავაზეს. 

დღესასწაულის შესახებ მონაწილეებმა "ნიუპრესთან" ისაუბრეს.

ნახეთ ჩვენი ვიდეო:

 



ავტორი: ხატია ბანძელაძე