|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰესები გვჭირდება, მათ შორის გვჭირდება დიდი ჰესები - ზურაბ ჯაფარიძე

ჰესები გვჭირდება, მათ შორის გვჭირდება დიდი ჰესები, ამის შესახებ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს. 

მისივე თქმით,  ჰესების წინააღმდეგ მიმართული კომპამიის უკან კონკრეტული ძალები დგას. 

“მე ვარ წინააღმდეგი ამ კამპანიის, რომ დიდი ჰესები არ გვინდა, ეგ მგონია ერთის მხრივ სისულელე და მეორეს მხრივ მგონია, რომ კონკრეტული ძალები დგას მაგის უკან, ვის ინტერესშიც არის ის, რომ აქ, საქართველოში ჩვენ ვერ შევძლოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა და მუდმივად ვიყოთ ჩამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე. მაგ ნაწილში სრულად გააზრებული მაქვს, რომ ჩვენ ენერგია გვჭირდება და ეს ენერგია რაც შეიძლება იაფი წყაროებიდან უნდა მოვიპოვოთ.  საუკეთესო ვერსია, რაც გვაქვს, ეს არის ჯერჯერობით წლის რესურსი და წყლის რესურსიდან მიღებული ენერგია.

მე ასევე მხარს ვუჭერ ატომური ენერგიის განვითარებასაც, მაგრამ მაგის გატანა ამ ქვეყანაში, ამ მოცემულობაში ისევე შეუძლებელი მგონია,  როგორც მასკის ჩამოყვანა იგივე მიზეზების გამო, რომ ხალხი იქნება წინააღმდეგი და ათას სისულელეს დაიჯერებენ, ათას სისულელეს იყვირებენ, გამოცვივდებიან და ბევრ სიგიჟეს იზამენ.

მე მგონია, რომ ჰესები გვჭირდება, მათ შორის გვჭირდება დიდი ჰესები, რადგან ჩვენ ენერგეტიკაში გვაქვს სერიოზული პრობლემა. სულ გვაქვს სამი წყარო ელექტროენერგიის. ეს არის ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. აქედან ყველაზე ძვირი არის იმპორტი და ყველაზე იაფია ჰიდროელექტროსადგურები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვცადოთ ჰიდრორესურსების უფრო მეტად გამოყენება და რესურსების ესე მიღება. საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გამოვიყენებთ სულ უფრო და უფრო მეტ ენერგიას.

ზოგადად, რომ შეადაროთ ღარიბი და განვითარებული ქვეყნები, ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ განვითარებულ, მდიდარ, წარმატებულ ქვეყნებში ერთ სულ ადამიანზე ენერგეტიკის მოხმარება არის მაღალი. განვითარება მათ შორის მაგასაც ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. ჩვენ ენერგია გვჭირდება ყველა ვარიანტში, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ჩვენ განვვითარდეთ ისე, რომ მეტი ენერგია არ მოვიხმაროთ.

მაგ ნაწილში, ყველაფერში ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ ჩვენ ჰესები გვჭირდება. იმ გიჟობების არ მჯერა, რომ ჰესები არ გვინდა და ქარზე ვიზამთ და მზეზე ვიზამთ, ეგ ყველაფერი ზღაპარია. თუ კითხვა ისმის ეგრე, უნდა აშენდეს თუ არა, მაგ კითხვაზე ჩემი პასუხი არის, რომ ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი, არც მთავრობის გადასაწყვეტი არ არის. საბოლოო ჯამში ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უღირთ თუ არა, რომ საკუთარი ტერიტორიები დათმონ. ვიღაცას შეიძლება მამა-პაპისეული სახლი უდგას იქ და მისთვის ამას იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ არ უღირს არაფრად, რომ ეს დათმოს.

მანდ მიდიხარ მთავარ კითხვამდე, ჩვენც გვიწერია კონსტიტუციაში და არ მომწონს, უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს უფლება ეგეთ მომენტში, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიადი მიზნებისთვის შელახოს ადამიანის საკუთრების უფლება. მანდ განსხვავდება ჩემი აზრი ბევრი სხვისი აზრისგან. მე მანდ ვდგავარ ერთი ადამიანის გვერდით და ვიძახი, რომ ერთი ადამიანის საკუთრების უფლება არ უნდა შეილახოს.

შესაბამისად, როდესაც პოტენციური ინვესტორი ჩამოდის და უნდა რაღაც პროექტის გაკეთება, სამინისტროებში კი უნდა მიდიოდეს და იქ კი არ უნდა აწყობდეს ფულით ამ საქმეებს და იქიდან კი არ უნდა იღებდეს ამ ნებართვას, არამედ უნდა მიდიოდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათგან უნდა იღებდეს ნებართვას”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში Zoom-იერი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა