|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" ოფისისკენ მიემართებიან

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგების აქცია გრძელდება. ისინი ხეობაში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

პოლიციის სამხარეო შეფის განცხადების შემდეგ, რომ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ მისცემდგნენ აქციის მონაწილეებმა კომპანიასთან წასვლა გადაწყვიტეს.

ამ წუთებში ჰესის მოწინააღმდეგეები მსვლელობით კომპანოა "ენკას" ოფისისკენ მიდიან. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა,  ადგილზე გზას გადაკეტავენ და საკუთარ მოთხოვნება გააჟღერებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა