|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები იმერეთის გუბერნიაში?

რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის და გურიის გუბერნატორების მიერ პოსტების ერთობლივად დატოვებამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა. გავრცელებული ინფორაციით, გუბერნატორის პოსტები იმ პირებმა დატოვეს, რომლებიც ყოფილ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირდებოდნენ, რასაც გუბერნატორები არ ადასტურებენ. ვერსიას არ ეთანხმება რეგიონული განვითარების  და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომლის განცხადებითაც, ცვლილებები რეგიონებში არსებულ ახალ გამოწვევებს უკავშირდება. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ცვლილებები იმერეთის გუბერნიაში. როგორც პრესსამსახურმა განაცხადა, გუბერნიაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება და გივი ჭიჭინაძე აგრძელებს პოსტზე საქმიანობას.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც ზაზა მეფარიშვილს გაათავისუფლეს. აღნიშნულ პოსტზე ჭიჭინაძის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტის წევრებს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. 

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებას, რომელიც ვიცე–გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიას მერის პოსტზე შესაძლო დასახელებას მოყვება, გუბერნიაში აცხადებენ, რომ ამაზე პასუხი მოგვიანებით ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ჭიღვარია „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად წარადგინა, მის ადგილზე სხვა დინიშნება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი