|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

"იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა"-აქცია ქუთაისში

ქუთაისში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია ფონდმა „სოხუმმა“ აქტივისტებთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამართა. აქციაზე ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების ამსახველი გამოფენა იყო წარმოდგენილი.

როგორც ფონდის "სოხუმი" წარმომადგენელმა, ხათუნა გოგუამ განმარტა, ქალთა მიმართ ძალადობა დიდი პრობლემაა და მის აღმოსაფხვრელად უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. 

„ბანერებზე წარმოდგენილი ისტორიები უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ეს თემა საზოგადოებამ პრიორიტეტებში მოახვედროს და გააცნობიეროს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა და მის აღმოსაფხვრელად უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო“-განაცხადა გოგუამ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ ყოველწლიური საინფორმაციო კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა