|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმდენჯერ გადის და შემოდის ამ კარში, "ოცნებაში" "სკვაზნოი" დაარტყამთ სუყველას"

"იმდენჯერ გადის და შემოდის ამ კარში, "ოცნებაში' "სკვაზნოი" დაარტყამთ სუყველას და გაცივდებიან" - ჩვეული იუმორით აფასებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ქუთაისელი გოგი წულაია.

"არასერიოზულია უკვე, წავიდა, თქვა, რომ ჩავაბარე ქვეყანა ისეთ ხალხს, რომ მეოთხე წელიწადი საუკეთესო იქნებაო, ახლა შეხედა, რომ დაქცეულია ქვეყანა, მის პარტიას უკვე გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, არანაირი გაყალბების მეთოდებით... გარანტირებულად გეუბნებით, რომ ის "მეორედ" ვეღარ მოვა, მაგრამ რომც მოვიდეს, ისევ დაიბარებს, აბა, კარგად იყავით, უნდა გავაგრძელო ჩემი ხეების გადარგვაო", -აცხადებს გოგი წულაია.

მისი თქმით, ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, თუმცა არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატურად ივანიშვილის დასახელება მოხდება.

"დაასახელებს თუ არა თავის კანდიდატურას, თუ რომელიმე უნიათოს შემოგვთავაზებს, ეს მალე გამოჩნდება, მაგრამ მე მგონია, რომ ფიქრობს, მისი დაბრუნებით "ოცნებას" გაამყარებს.  დაიშალა ოცნება უკვე, აყროლდა, ქვეყანაში დგას "ოცნების" აყროლებული სუნი, ზედაპირზე რასაც ვხედავთ,  არავინ იცის, იმის იქეთ კიდევ რა ბრძოლებია", -აცხადებს გოგი წულაია, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა