|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთი ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრი გახდა

იმერეთი  ევროპის რეგიონების უდიდესი ქსელის  სრულუფლებიანი წევრი გახდა. ევროპის რეგიონთა ასამბლეა - "ერა" 35 ქვეყნის 200 რეგიონს აერთიანებს.

თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი პროექტების მომზადება  და გამოცდილების გაზიარება რეგიონთა ინტერესების გათვალისწინებით.

ამ დრომდე ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონს დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდა. აღნიშნული სტატუსით  იმერეთის რეგიონი მონაწილეობას იღებდა ორგანიზაციის ყველა შეხვედრასა და ღონისძიებაში,  გარდა კენჭისყრა.

სრულუფლებიანი წევრის სტატუსით კი იმერეთი  მონაწილეობას მიიღებს 31 მაისსა და -2 ივნისს ავსტრიაში დაგეგმილ ასამბლეის შეხვედრაზე .

ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს თანამშრომლობისთვის  მადლობა გადაუხადა და ახალი შესაძლებლონების მაქსიმალურად გამოყენებისაკენ მოუწოდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა