|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის 12–ივე მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია ლიდერობს

თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია. 

მმართველი პარტია ლიდერობს იმერეთის 12–ივე მუნიციპალიტეტში.

ხარაგაული: „ქართული ოცნება“ 58,14 % (4418), „ნაციონალური მოძრაობა“ – 14,39 % (1094);

თერჯოლა: „ქართული ოცნება“ 55,72 (5805), „ევროპული საქართველო“ – 26,25 % (2735);

საჩხერე: „ქართული ოცნება“ – 82,56 % (14930), „ევროპული საქართველო“ – 4,96 % (897);

ზესტაფონი: „ქართული ოცნება“ – 50,25 % (6602), „ევროპული საქართველო“ – 16,4 % (2155);

ბაღდათი: „ქართული ოცნება“ – 52,97 % (5115), „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,43 % (1877);

ვანი: „ქართული ოცნება“ – 62,7 % (4891), „ევროპული საქართველო“ – 17,75 % (1385);

სამტრედია: „ქართული ოცნება“ – 53,77 % (6440), „ნაციონალური მოძრაობა“ – 21,54 % (2580);

ხონი: „ქართული ოცნება“ – 54,81 % (3302), „ევროპული საქართველო“ – 31,49 % (1897);

ჭიათურა: „ქართული ოცნება“ – 56,41 % (5613), „ნაციონალური მოძრაობა“ – 14,71 % (1464);

ტყიბული: „ქართული ოცნება“ – 48,65 % (3691), „ნაციონალური მოძრაობა“ – 24,34 % (1847);

წყალტუბო: „ქართული ოცნება“ – 49, 21 % (5807), „ევროპული საქართველო“ – 12,37 % (1460);

ქუთაისი: „ქართული ოცნება“ – 48,22 % (11668), „ნაციონალური მოძრაობა“ – 23,7 % (5735); 

 

ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა ქუთაისში,  საოლქო კომისიაში დღის განმავლობაში 18 საჩივარი შევიდა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა