|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ტყიბული. 25 ივლისს 11:00-დან 13:00 საათამდე - 529 აბონენტს ქ. ტყიბულში ახობაძის, რუსთაველის, მეშახტის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე - 400 ქ. ტყიბულში ჯარაღანიას, თავისუფლების, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

25 ივლისს 10:00-დან 13:00 საათამდე - 118 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაბოსლევი და კურსები. 25 ივლისს - 1189 აბონენტს ქ. ტყიბულში ბარათაშვილის, ტყვარჩელის ქუჩებზე,სოფელ საწირეში, ძიროვანში, დაბაძველში და მიმდებარე სოფლებში.

ზესტაფონი. ქვესადგურ „დიდ ზესტაფონში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 24 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე - ფიდერ „შამპანურის“ 1 აბონენტს; 14:00-დან 17:00 სთ-მდე ​- ფიდერ „პროვიჟენის“ 4 აბონენტს. 25 ივლისს 09:00-დან 11:00 სთ-მდე ​- ფიდერ „სილის კარიერის“ 2 აბონენტს; 11:00-დან 14:00 სთ-მდე - ფიდერ „მეფრინველეობის“ 45 აბონენტს; 14:00-დან 16:00 სთ-მდე ​- 303 აბონენტს ქ ზესტაფონის სატროსელსკის ქუჩაზე და სოფელ არგვეთაში; 16:00-დან 18:00 სთ-მდე ​- ფიდერ „ასფალტის  ქარხნის“ (საგზაო) 2 აბონენტს. 26 ივლისს 09:00-დან 12:00 სთ-მდე - ფიდერ „N3 თერჯოლის წყალსადენის“ 1 აბონენტს; 12:00-დან 15:00 სთ-მდე ​-ფიდერ „ხოხოულას“ 10 აბონენტს. 27 ივლისს 09:00-დან 12:00 სთ-მდე - 385 აბონენტს სოფელ „არგვეთაში“; 12:00-დან 15:00 სთ-მდე - 852 აბონენტს სოფელ პირველ სვირში; 15:00-დან 18:00 საათამდე ​- ფიდერ „გაზგაწყობის“ 8 აბონენტს. 

25 ივლისს ქვესადგურში „ფერო 220“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 12:00-დან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 410 აბონენტს ქ. ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე და სოფელ ქვედა საქარაში. ასევე 25 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე - 112 აბონენტს ბოსლევში და ქვედა საზანოს ნაწილში. 

თერჯოლა. 25 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე - 1445 აბონენტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში თუზი, ვარდიგორა, საზანო და მიმდებარე სოფლებში. 

ბაღდათი. 25 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 1252 აბონენტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი ობჩა და მეორე ობჩა. 

სამტრედია. 25 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 168 აბონენტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში.სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი