|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რეგიონული მედიის როლი"

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ჟურნალისტებს და განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

"ყველა ჟურნალისტს და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს დიდი პატივისცემით გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!

თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში. მედია ქმნის და მართავს საზოგადოებრივ აზრს და სწორედ ამიტომ ყველაზე მთავარს – ამავე საზოგადოების ნდობას გისურვებთ. ნდობა კი სიმართლის გარეშე შეუძლებელია, ჟურნალისტის ყველაზე დიდ ღირსებას ობიექტურობა წარმოადგენს, რომელიც პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რეგიონული მედიის როლი. იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ როლი გაკისრიათ. ჩვენი მოვალეობა კი ამ ძალისხმევის თანადგომა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.

მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობითვის, დროულობის, სიზუსტისა და სანდოობისთვის. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!"-აცხადებს იმერეთის გუბერნატორი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა