|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთის გუბერნატორი არსებული სიტუაციით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია"

იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა. ტაბატაძე სამსახურში 30 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. პარალელურად  ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენერალი გუბერნატორი არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და ის ხელმძღვანელობას სხვა პოსტზე გადაყვანას თხოვს, ამავე ინფორმაციით, ტაბატაძე სხვა პოსტზე გადასვლას სწორედ შვებულებიდან გეგმავდა. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ გუბერნატორი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია არსებული სიტუაცით, რაც მუნიციპალიტეტების მუშაობას უკავშირდება. ამიტომ ხელმძღვანელობას სხვა თანამდებობაზე გადაყვანს თხოვს. არაა გამორიცხული, ახლა ამ საკითხის მოგვარებით იყოს დაკავებული.  ერთ-ერთ ვერსიად საელჩოში გადაყვანაც განიხილება", - აცხადებს წყარო. 

"ნიუპრესი" დაინტერესდა, დაბრუნდა თუ არა სამსახურში იმერეთის გუბერნატორი. პრესსამსახურის განცხადებით,  გუბერნატორი სამსახურში გავიდა. თუმცა, როგორც გუბერნიის გვერდი ავრცელებს ინფორმაციას,  ოფიციალურ შეხვედრებს ისევ  გუბერნატორის მოადგილეები მართავენ. 

საკითხთან დაკავშირებით გასაუბრებას თავად გუბერნატორთან შევეცადეთ,  შავლეგო ტაბატაძემ მოუცლელობის მიზეზით ტელეფონი გათიშა.  დღეს კი ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ტაბატაძე სამსახურში არ იმყოფება, მათივე ინფორმაციით, რომ შავლეგო ტაბატაძეს სამსახურში ხვალ ელოდებიან.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა