|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა

იმერეთის გუბერნატორის პოსტზე შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა. შავლეგო ტაბატაძე პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. 

შავლეგო ტაბატაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. მას  გენერლის წოდება გასულ წელს მიენიჭა. 

 მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას ვიცე–გუბერნატორისგრიგილოლ დალაქიშვილი იკავებდა, ერთ–ერთ კანდიდატად გუბერნატორის პოსტზე სწორედ ის მოიაზრებოდა. 

დღესვე დაინიშნენ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი