|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნიაში მივლინებებზე 22 075, 23 ლარი დაიხარჯა

2017 წელს იმერეთის გუბერნიის თანამშრომელთა მიერ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ 91 მივლინება განხორციელდა. მათ შორის მივლინებაში იმყოფებოდნენ, როგორც იმერეთის გუბერნატორი, ასევე მისი მოადგილები (ვიდრე მერობის კანდიდატებად დასახელდებოდნენ), სამივლინებო თანხამ 22 075,  23 ლარი (ოცდაორიათას სამოცდათხუთმეტი ლარი, 23 თეთრი) შეადგინა.

6-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. ჭიჭინაძე მივლინებაში იმყოფებოდა თეირანში, ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში სამივლინებო თანხა არ წერია. ბუდაპეშტში ყოფნისთვის  1 362, 26 ლარი გამოიყო.  ვენაში მივლინებაზე კი ბიჯეტიდან 1 687 20 ლარი გაიხარჯა. ბერლინში ყოფნისთვის 4 367 32 ლარი,  ჩეხეთში  მივლინებაზე 1 808 66 ლარი გამოიყო.

ოთხჯერ გაემგზავრა მივლინებაში გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე. აქედან ერთხელ იყო უცხოეთში.  მინსკში მივლინებაზე 617 ლარი გამოიყო.

11 მივლინება განახორციელა ვიცე-გუბერნატორმა  იოსებ ხახალეიშვილმა. ოთხი მივლილება განხორციელდა ქვეყნის გარეთ. ვენაში მივლინებისთვის 1094, 25 ლარი გაიხარჯა. ბუდაპეშტში მივლინებაზე -  1202, 58 ლარი. გერმანიაში მივლინებაზე - 3 531, 72 ლარი გაიხარჯა. ჩეხეთში მივლინებისთის - 2 621 66 ლარი გამოიყო.

ორჯერ გაემგზავრა მივლინებაში გიორგი ჭიღვარია. აქედან ერთხელ გაცდა ქვეყნის ფარგლებს. მინსკში მივლინებისთვის 112, 60 ლარი გაიხარჯა.

მივლინებებში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც, მათთვის ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის 15-დან 50 ლარამდე თანხა გამოიყოფა.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია მივლინებების მიზნობრიობის შესახებ, რაზედაც  ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა