|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის მასშტაბით ზარალის დათვლა მიმდინარეობს

ზარალს ითვლიან იმერეთის მასშტაბით. იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის განმარტებით, სამუშაო პროცესები მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე გრძელდება. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ზარალის ოდენობის დაზუსტება ვერ ხერხდება.

ზარალის დათვლა მიმდინარეობს ქუთაისშიც. ზარალის დათვლის შემდეგ მიღებენ გადაწყვეტილებას დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის შესახებ.

გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად იმერეთის  11 მუნიციპალიტეტი დაზარალდა. დაზიანდა საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. შედარებით მშვიდი მდგომარეობა იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი