|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ქუთათელაძე გახდა

იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის  დეპარტამენტს ახალი დირექტორიჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ნუგზარ ქუთათელაძემ დაიკავა. ინფორმაციას  შსს–ს პრესცენტრი ადასტურებს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ქუთათელაძემ მერაბ ჩიხლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე ხნის წინ დაწინაურების გამო დატოვა, თუმცა ახალი თანამდებობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩიხლაძე იმერეთის პოლიციის უფროსად  2015 წლის 27 მარტს დაინიშნა,  მიმდინარე წელს შსს–ს მინისტრის გადაწყვეტილებით სამმართველოებში ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე კვირაში თანამდებობა კვლავ მერაბ ჩიხლაძე ჩააბარეს.

რაც შეეხება ნუგზარ ქუთათელაძეს, ის წყალტუბოს სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

                    

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა