|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს გაზის მიწოდება შეუწყდება

20 ივნისს იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს  ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება: ქ. ზესტაფონში, დაბა ხარაგაულში და იმერეთის რამოდენიმე სოფელში: ზედა საქარა, ქვედა საქარა, შოროპანი, მარტოს უბანი, ცხრაწყარო, კვალითი, თვინი, გაღმა ბოსლევი, ბეღლევის უბანი.

შეზღუდვის მიზეზი  საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გამოვლენილი დაზიანებაა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული მილსადენის 158-ე კილომეტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის შპს ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

ავტორი: ნიუპრესი