|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რეგიონში სოფლების გაზიფიცირება გრძელდება

იმერეთის რეგიონში სოფლების გაზიფიცირება გრძელდება. ამჯერად ბუნებრივი აირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროს 60 – მა ოჯახმა მიიღო. ამ ეტაპზე ხარაგაულში 1300 აბონენტია გამრიცხველიანებული, წლის ბოლომდე კი კიდევ 6 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.

გაზიფიცირებასთან ერთად მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განახორციელეს

სოფელ ლახუნდარაში გზის 5 კმ. – იანი მონაკვეთი მოასფალტდა, პროექტის ღირებულება 750 000 ლარს შეადგენს. სოფელ ხიდარში კი სკოლამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ ვარძიის პირველ უბანში. პროექტის ფარგლებში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა უბანში შესასვლელ ხიდსაც.. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 60 323 ლარით დაფინანსდა.

პირველ უბანში. პროექტის ფარგლებში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა უბანში შესასვლელ ხიდსაც.. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 60 323 ლარით დაფინანსდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა