|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ვიცე-გუბერნატორის და მისი მეუღლის საქმიანობა ნეპოტიზმის ფაქტად შეფასდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თანამდებობის პირების იმ ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა. სულ 70-მდე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა,  ამათგან 6 იმერეთში.

მათ შორის მოხვდა იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და მისი მეუღლე თამთა ფოფხაძე, რომელიც მერიის ააიპ ბაგა-ბაღებში მუშაობს. ასევე არიან, საჩხერის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსი ალექსანდრე მოსიაშვილი და მისი მეუღლე ასმათი აბრამიშივილი, როემლიც ა(ა)იპ საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის უფროსი სპეციალისტია.

პაატა გოგოლაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, მეუღლე ირმა დეკანოსიძე  ააიპ ხარაგაულის შიდა ტურიზმისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის სპეციალისტი და ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდი ხდება. 2016 წლის დეკლარაცაში მის სამსახურად მხოლოდ ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდის პოზიციაა აღნიშნული.

შალვა კუჭუხიძე  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო - ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე, შვილი ვასილ კუჭუხიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

გელა მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მეუღლე ქეთევან ჯანელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობს.

 

transparency.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა