|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, 2017 წელს ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

ქუთაისიდან უძლიერეს მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი კონსტანტინე ჯანაშია და ძალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი შოთა მიშვიძე დააჯილდოვეს, წყალტუბოდან ჯული ჩირგაძე, ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი,

ბაღდათიდან -ლადო მაღლაკელიძე, მოჭადრაკე, საქართველოს ჩემპონი მოსწავლეთა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე,

თერჯოლიდან -ლერი ჯიხვაშვილი, სამბისტი, საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის,

ტყიბულიდან -ილია სულამანიძე, საქართველოს ჩემპონი ძიუდოსა და ჭიდაობაში,

 

სამტრედიიდან -უშანგი მარგიანი- მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოში

ვანი- თამთა ღვინიანიძე, მძლეოსნობა, საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში,

ხონი- ოთარ გუგავა, ევროპის ერთა თასის მფლობები თავისუფალ ჭიდაობაში,

ზესტაფონიდან -ალექსი სვიანიძე -საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში,

ჭიათურიდან - ლაშა გაგნიძე ევროპის ვერცხლის პრიზიორი კრივში,

ხარაგაულიდან - ზაურ ბერაძე საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. 

 

თორმეტი ყველაზე წარმატებული სპროტსმენის დაჯილდოვების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი გიორგი იობაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძება ART - გალერეაში გაიმართა, სადაც ცნობილი მხატვრების გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა