იმერეთში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 17, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 879, აჭარაში - 293, იმერეთში - 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში - 165, აჭარაში - 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ავტორი: ნიუპრესი