|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთზე ბიზნეს სექტორის საქმიანობის მხოლოდ 4.8 პროცენტი მოდის

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,3%-ით გაიზარდა და 17,4 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საქსტატის მონაცემებით,  2016 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 8,8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 20.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს. 

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 73.9%, აჭარის ა.რ. –6.7%, ქვემო ქართლი – 5.7%, იმერეთი – 4.1%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.0% 

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 67.3%, აჭარის ა.რ. – 8.0%, ქვემო ქართლი – 7.7%, იმერეთი – 4.8%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9% 

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:  თბილისი – 65.8%, აჭარის ა.რ. – 9.0%, იმერეთი – 6.9%, ქვემო ქართლი – 5.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა