|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074 საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 467, იმერეთში - 502. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში - 433, აჭარაში - 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 - თბილისში, 338 - აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა