|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში მიწის უფასო რეგისტრაცია გრძელდება

დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-ია რეგისტრირებული. პარლამენტმა კანონი გასულ წელს მიიღო.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის ხარჯს იღებს თავის თავზე, იგი მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაშიც დაეხმარება.

ზოგადად კი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) შესრულდება უსასყიდლოდ და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მასში ცვლილება დარეგისტრირდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

კანონის ფარგლებში მიწის უფასო რეგისტრაცია მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთში. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, აზომვითი ნახაზის შესადგენად კი უნდა მიმართოთ საამზომველო კომპანიებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მიწა ადგილზე აზომონ და საკადასტრო ნახაზიც სტანდარტის დაცვით შეადგინონ, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა არასწორად შედგენილი ნახაზის გამო.  რეგისტრაციაც უფასოა 2018 წლის ივლისის ჩათვლით. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 100 000-მდე მოქალაქემ მოახდინა მიწის რეგისტრაცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა