|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სახალხო დღესასწაული „ზეკარობა" აღინიშნება

იმერეთში საერთო-სახალხო დღესასწაული „ზეკარობა" აღინიშნება. ღონისძიება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2200 მ-ზე მიმდინარეობს.   საპატიო სტუმრები  ე.წ. „ქვასაყდარას“ ბორცვზე შეიკრიბნენ. იმართება  დოღი,   ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ეთნო კუთხეების დათვალიერება. სადაც სტუნმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ  ტრადიციული კერძები და სასმელი. 

 წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების, მათ შორის ხეზე კვეთის ოსტატის მერაბ ნერგაძის ნამუშევრების გამოფენა. დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო კონცერტი.

სახალხო დღესასწაული ამ სახელწოდებით რამდენიმე წელია, რაც იმართება და იგი 2015 წელს ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ძალისხმევით აღდგენილი „მწყემსის დღის“ ახლებური გაგრძელებაა.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა