|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე დღის ცენტრს ,,თაირისი“ ეწვია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ჟურნალისტებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ,,თაირისი“ ესტუმრა და დაუნის საერთაშორისო დღე მიულოცა.
რწმუნებულის მოადგილე და ჟურნალისტები მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ და ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. თავის მხრივ შშმ ბავშვებმა სპეციალურად სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
,,21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, ქართული ჟურნალისტიკისა და ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ერთობლივი აქცია დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებთან ერთად ვესტუმრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, მათთან ერთად ჩავერთეთ სხვადასხვა აქტივობებში და გავეცანით რა გარემოში უწევთ ყოველდღიურად ყოფნა და როგორია მათი სასწავლო პროცესი.
დღესვე, აქციის ფარგლებში ჟურნალისტებთან, იმერეთში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან და ბავშვებთან ერთად სიმბოლურად დავრგეთ ხეებიც. ჩვენ, მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს და მომავალში კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელებას ვაპირებთ“, –აღნიშნა ბესიკ გოფოძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მე–4 წელია ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის აქციებს ახორციელებს.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა