|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში წითელას 51 შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში წითელას 51 ფიქსირებული შემთხვევაა რეგისტრირებული.  ამის შესახებ "ნიუპრესს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის უფროსმა  გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის თქმით, არსებული მონაცემები საგანგაშო არ არის. 

"ბოლო მონაცმებით, იმერეთში 51 შემთხვევა დაფიქსირდა. არ არის საგანგაშო მონაცემები, თუმცა, თუ ჩვენ გვეყოლება აუცრელი, დაუცველი ფენა საზოგადოებაში, მაშინ შესაძლებელია, რომ დაავადებების განვითარებას ველოდოთ. ამიტომაც, მიმართულია  მაქსიმალური აქტივობა ვაქცინაციაზე. ყველა 18-დან 41 წლამდე მოქალაქემ უნდა მიმართოს ცენტრს და აიცრას. ამისგან არანაირ გართულება არაა,  უბრალოდ, არის დაცული", -განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

დღეიდან ქალაქში იმუნიცაციის კვირეული მიმდინარეობს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა