|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ძაღლებს შიმშლით ხოცავენ"

ქუთაისში არსებული უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში, ძველი მანკიერი პრაქტიკისგან განსხვავებით, ცხოველებს აღარ კლავენ, თუმცა მათ ახლა შიმშილით ხოცავენ. აღნიშნული ინფორმაცია ნიუპრესს“ წყარომ მოაწოდა.

 „ერთი წლის წინ, თავშესაფარში ძაღლებს ბარბაროსულად კლავდნენ, ახლა კი შიმშლით ხოცავენ. რა მნიშვნელობა აქვს ცხოველი შიმშილით მოკვდება, თუ წამებით?! ქუთაისის უპატრონო ცხოველების თავშესაფარში სამწუხაროდ არაფერი იცვლება,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მოქალაქე, რომლის სახელს და გვარს "ნიუპრესი" მისივე თხოვნის საფუძველზე არ  აფიქსირებს.

 „ჩვენი კორპუსის ეზოში შემოჩვეული გვყავდა მაწანწალა ძაღლი თავისი ხუთი ლეკვით. ძაღლს ეზოში თავისი კუთხე მოვუწყვე და ისიც არავის ერჩოდა. თუმცა ვიღაცას მაინც არ მოეწონა მაწანწალა ძაღლის ეზოში ყოფნა და დარეკა თავშესაფარში. მოვიდნენ და წაიყვანეს. რამოდენიმე დღეში მივაკითხე. დედა ძაღლი თავშესაფარში აღარ იყო, რა უქნეს და რა მოუვიდა დღემდე არ ვიცი. ლეკვები კი შიმშილისგან მისიკვდილებულები დამხვდნენ, საშინელ სიბინძურეში. სხვა ძაღლებიც ასეთ დღეში იყვნენ. მე მაინტერესებს, თუკი მერია ამ თავშესაფარში ამდენ ფულს იხდის, რაში მიდის ეს ფული, რატომ არ ხმარდება ამ ძღლებს, რატომ ხოცავენ შიმშილით და რატომ ამყოფებენ ასეთ საშინელ პირობებში?!, - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მოქალაქე.

როგორ კვებავენ თავშესაფარში მოხვედრილ უპატრონო ძაღლებს და რა პირობებში ამყოფებენ მათ? აღნიშნულის გადამოწმებას „ნიუპრესი“ შეეცადა. როგორც აღმოჩნდა ძაღების შიმშილობის მიზეზი ის საკვვებია, რომლითაც მათ თავშესაფარში კვებავენ. 

ნახეთ ვიდეო

ავტორი: ანა ჯანაშია