|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

თეიმურაზ წიქორიძე - ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

უთაისში არსებულ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო,უფლებადამცველები  ქუთაისის მერიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების (GSPSA ) წარმომადგენლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოს მასალები მიაწოდეს, რის შემდეგაც  მერიისგან კანონით გათვალსიწინებულ ქმედებებს ელოდებიან. GSPSA-ს წარმომადგენლების  შეფასებით ქუთაისის ცხოველთა თავეშესაფარი სატუსაღოს უფრო გავს, სადაც ცხოველების არათუ წვალებას, არამედ  მათდამი სასტიკ მოპყრობას აქვს ადგილი.

გარდა კონკრეტული პრობლემისა newpress.ge დაინტერესდა ზოგადი ვითარებით, ცხოველებისადმი დამოკიდებულების ხარისხით საქართველოში. რამდენად იცავს კანონი ცხოველებს საქართველოში?  არის თუ არა საზოგადეობა სენსიტიური ცხოველების მიმართ?

აღნიშნულ საკითხებზე  გვესაურება საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებისდამფუძნებელი და ამავე საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ წიქორიძე.

 

-საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცხოველის წვალებისა  და მისი შენახვის პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონი 50- დან 100 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ეს არის ინდივიდუალური პირების შემთხვევაში, როდესაც ცხოველი ყავთ და არ ინახავენ,ან აწვალებენ. მაგრამ  ეს სიტუაცია რაც ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში ხდება უკვე არაა ცხოველის წვალება, არამედ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობაა. წვალებად ითვლება , ვთქვათ, როდესაც ვიღაც პირმა დააბა ცხოველი არ გაასეირნა და ა.შ.  მაგრამ როდესაც ცხოველს  არ აწვდი წყალს და არ აწვდი საჭმელს,  შემოყრილი გყავს ერთ გალიაში რამდენიმე ათეული, არ არის სანიტარული ნორმები დაცული და შეუძლებელია ვეტერინარული მომსახურება, ხდება დაავადებების გავრცელება,  ეს უკვე თავშესაფარი არაა, ეს  სუფთა საკონცენტრაციო ბანაკია. ესაა  ნამდვილი სასასტიკე. სისასტიკე კი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის (და აქ სწორედ ეს შემთხვევაა) - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ქუთაისის მერიის მხრიდან სათანადო რეაგირება თუ არ იქნება ჩვენ მივმართავთ პროკურატურას და შემდეგ  ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს.  თუ ვინმეს გონია, რომ ისინი მხოლოდ ილპარაკებენ და არაფერს იზამენ, ძალიან შემცდარა...

-საქართველოში როდესაც ახსენებ ცხოველების დაცვას და ცხოველთა უფლებებს, ხშირ შემთხვევაში შემოგეკამათებიან: რა დროს ცხოველთა დაცვაა, როდესაც ადამიანებს უჭირთ დ ა მათი უფლებები არაა დაცული. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში: დაველოდოთ როდის მოუგვარდებათ ადამიანებს ყველა პრობლემა და მერე მივხედოთ ცხოველებს, თუ მაინც მეტი ფართოდ შევხედოთ ამ საკითხს? მოკლედ  როდის არის ცხოველთა უფლებების „დაცვის დრო“?

-მაგაზე  მოგიგებთ პასუხს, რომელიც ბევრისთვის ცნობილია და ბევრისთვის შოკისმომგვრელი იქნება - საქარველო მსოფლიოში ბოლო ადგილზეა ცხოველებთან ჰუმანური მოპყრობის მიხედვით. ჩინეთი არ მაქვს მხედველობაში. იქ სხვა ტრადიცია და კულტურაა. მოგეხსენებათ ჩინეთში როგორც ჩვენ ღორებსა და  ცხვრებს ვჭამთ ისე მიირთმევენ ძაღლებს, თუმცა მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში. იმიტომ რომ ცხოველის ხორცის ჭამა პირადად ჩემთვის  და ბევრი სხვა ადამიანისთვის მიუღებელია. ევროპაში ადამიანების 30 % ვეგეტარიანელია და ხორცზე უარს ამბობს. ეს პროცენტი კიდევ იზერდება, თუმცა ეს სხვა საკითხია.როგორც აღვნიშნეთ საქართველო ბოლო ადგილზე მსოფლიოში ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის კუთხით და შესაბამისად პირველ ადგილზე ცხოველებისადმი გამოჩენილი სისასტიკით.  ეს მონაცემი შეგვიძლია ციფრებით გავამყაროთ შემდეგნაირად: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენების შემთხვევების რაოდენობრივი მაჩვენებლით.  ყოველწლიურად საქართველოში სამედიცინო ცენტრებს აკითხავს 50-დან 60 ათასი ადამიანი. თანაც საქართველო პირველ  ადგილზეა არა პროცენტულად, არამედ რაოდენობრივად. სამ მილიონიანი ქვეყანა უსწრებს მილიარდიან ქვეყნებს დაკბენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით. გამოდის რომ საქართველოში ყველაზე აგრესიული ძაღლებია?

-არა, რა თქმა უნდა.

- გამოდის, რომ ყველაზე აგრესიული ხალხია.

-მაწანწალა ძაღლები საერთოდ არ არიან აგრესიულები...

-ამ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა მოდის ჯიშიან, პატრონიან ძღლებზე  -70-80 %. რაც შეეხება მაწანწალა და უსახლკარო ძაღლებს ისინი  გაცილებით თვინიერები და ჭკვიანები არიან, უფრო მეტი იმუნიტეტი აქვთ და უფრო  მეტი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იდევნებიან ადამიანებისგან და ეს ძალიან ცუდი ფაქტია. თბილიში მეტნაკლებად მოწესრიგებულია სიტუაცია.იქ ორი რადიკალურად განსხვავებული ხალხია: ხალხი, რომელთაც უყვართ და ჰუმანურად ექცევიან ცხოველებს და ადამიანები, რომლებიც პირიქით ვერ იტანენ  ძაღლებს ეშიანიათ მათი, ისტერიკებში არიან და ძულთ. მაგრამ რაიონებში ნიჰილისტური განწყობაა - გინდა ყოფილა და გინდა არა ძაღლია რა! როგორც უსულო საგანი ისე უყურებენ.არც უყვართ და არც სძულთ, საერთოდ არ ენაღვლებათ.  ყველაზე არ ვლაპარკობ რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრ ადამიანს რომც ჰქოდნეს თავად  დიდი რაოდენობის საჭმელი  ნარჩენ საჭმელს დაწვავს, გადაყრის და ძაღლს არ გადაუგდებს,იმიტომ რომ  არ ეცოდება და არ აინტერესებს. სხვათაშორის ეს „კულტურა“ ოდითგანვე მოდის საქართველოში. აბა დავაკვირეთ ბავშვებს როგორ ზრდიან?  მიმართავენ უკაცრავად და  „მამაძაღლო“, „შობელძაღლო“, ამბობენ „ძაღლი მიგაკვდა სულში“, „ძაღლმა არ გიკბინოს“, „ძაღლისშვილო“ და ა.შ. სანამ ჩვენ შვილებს ამ მენტალიტეტით გავზრდით და დავაშინებთ ცხოველებით, მანამდე ეს კულტურ არ ამაღლდება ჩვენში. სასტიკები ვიქნებით ცხოველებისადმი და ცხოველები თავის დაცეის მიზნით გამოხატავენ ადეკვატურ რეაგირებას. თემური წყობილების  დროს ადამიანმა მოიშინაურა ძაღლი. ძაღლი არის პირველი ცხოველი, რომელიც შინაური ცხოველი გახდა, 21-ე  საუკუნეში ჩვენ გავაველურეთ ძაღლები. ძალიან ცუდი პროპორციაა ამასთან დაკაშირებით.

-რაში ხედავთ გამოსავალს?

-რაიონებში არის განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა. საჭიროა ხელისუფლების ნება, საჭიროა კანონების მიღება, სჭიროა პროგრამების სწორი შემუშავება, საჭიროა მეტი კონტროლი და ყურადღება. ერთი ცუდი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ. საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე დგას ცოფით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით. და ეს ყველაფერი არა ცხოველების ბრალია არამედ ადამიანების ბრალი და პირველ რიგში ხელისუფლების ბრალი, რომ შესაბამისი კანონმდებლობა,პროექტები  და სწორი, მიზნობრივი დაფინანსება ამ საკითხებისადმი არ არსებობს. არ არსებობს არც საგანმანათლებლო პროგრამები,ამ საკითხს საერთოდ არ ექცევა  ყურადღება და ამიტომ  აქ ზარალდებიან როგორც ცხოველები ისე ადამიანები.  და ბოლოს შემიძლია დავამატო: თუ გინდა, რომ გაიცნო ადამიანი, დააკვირდი მის დამოკიდებულებას ფულთან, საწინააღმდეგო სქესთან და ცხოველთან მიმართებაში.

 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი