|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ხდება ხიდს მიღმა?

       
აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული ხიდი ამ ორი,  ერთმანეთისაგან დაცალკავებული ნაწილის რეალური დამაკავშირებელია,  თუმცა ამ ბოლო დროს,  ენგურის გაღმიდან  ხიდის დაკეტვის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ.
     რა ხდება ხიდის მიღმა და როგორია რიგითი აფხაზის განწყობა ქართველების და საქართველოს მიმართ, ამის გაგებას ,,Newpress.ge" შეეცადა.
    ჩვენი რესპოდენტი იმ იშვიათ აფხაზთა შორისაა, რომლებიც ცდილობენ  გაარღვიოს დაწესებული ჩარჩოები და ქართველებთან ურთიერთობის დამყარებაზე უარს არ ამბობენ,  თუმცა მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ და თავისივე არჩეული მეტსახელით ,,კარო" მოვიხსენიებთ.

    -როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველების მიმართ? ხშირად ისმის, რომ აფხაზებს არ სურთ ქართველებთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეთ?
     - პირადად მე ძალიან კარგი შეხედულება მაქვს ქართველების მიმართ. ჩემს მეგობრებს შორის ბევრი ქართველია, ხოლო რაც შეეხება სხვებს, გამიჭირდება მათ მაგივრად პასუხის გაცემა, რადგანაც ყოველი ადამიანი თავისებურად უდგება ამ საკითს. მე და ჩემი მეგობრები არასოდეს ვაქცევთ ყურადღებას ეროვნებას. უპირატესობა ყოველთვის ადამიანობას ენიჭება. ჩემთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა და ყოველგვარი სისხლისღვრის თავიდან აცილება.
     როგორია სოხუმი დღეს?
     - სოხუმი დღეს ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით კი ღამით, სანაპიროზე.
     გაქვს თუ არა სურვილი ჩამოხვიდე საქართველოში, არა როგორც უცხო ქვეყანაში, არამედ შენს სამშობლოში?
     - ჩამოვიდე საქართველოში, როგორც სამშობლოში ეს ნიშნავს, რომ ან აფხაზეთი უნდა შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში ან პირიქით, რაც შეუძლებელია. ისე კი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე და დავათვალიერო საქართველო.
     -როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ენგურის ხიდი ქართველებისთვის ჩაიკეტოს?
     - ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი აფხაზისთვის, გაუმართლებელია, რომ ეს ხიდი ჩაიკეტოს ქართველებისთვის,  მითუმეტეს,  მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მხოლოდ აფხაზეთის მონახულება სურთ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა