|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი ბაღდათში გამგებლის გასამხნევებლად ჩადის?

ამ წუთებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან გეგმავს შეხვედრას.

როგორც ცნობილია, შეხვედრა მუსიკალური სასწავლებლის შენობაში გაიმართება.

ამ დროისთვის შეხვედრაზე დამწერე პირები შენობაში შეჰყავთ.  ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პრეზიდენტის ბაღდათში ჩასვლა საკუთარი გუნდი გაამხნევებას უკავშირდება, რომ მოუწოდოს მათ არ შეეგუონ არსებულ სიტუაციას.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის გამგებელმა დავით აბეშაძემ უკვე მეორედ დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა