|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაისიდან პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება შესაძლოა აღარ მიეცეს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ახალი რედაქციით, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აღარ ექნება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები  ამ წუთებში, უმცირესობის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ.

პროექტის მომხსენებელმა, ვახტანგ ხმალაძემ სხდომაზე ცვლილებებთან დაკავშირებით  ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სახალხო განხილვისა და კონსტიტუციონალისტების დასკვნები წარმოადგინა.

ხმალაძის თქმით, მოსახლეობას განხილვების დროს  არ გამოუთქვამს უარყოფითი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დაუკითხავად მთავრობის დათხოვნის უფლება ჩამოერთვას.  

„კონსტიტუციონალისტებისა და  და სამართლის სფეროში  მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა არის ასეთი, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არა თუ მთავრობის დათხოვნის, მისი ერთპიროვნულად გადაყენების უფლება,“ - ამბობს იურისიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე