შრომის ახალი კოდექსი უვადოდ დასაქმებას ითვალისწინებს
შრომის ახალი კოდექსი უვადოდ დასაქმებას ითვალისწინებს
2013-05-17 / 12:41:21
ქრისტინა ქარჩხაძე
Share

საქართველოს  პროფკავშირები  შრომის კოდექსის ახალ ვარიანტს მეტ-ნაკლებად მისაღებად აფასებენ.  

შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები და კონსულტაციები  კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კოდექსში ცვლილებების შედეგად, რამდენიმე კვირიანი, ერთ და სამთვიანი ხელშეკრულებები აღრ იარსებებს. ხოლო ორწელიწადნახევრის შემდეგ დასაქმებულს უვადო ხელშეკრულება ექნება. ასევე, ახალი კოდექსის დადებით მხარედ პეტრიაშვილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ასახელებს.

რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებზეც პროფკავშირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ის შრომის უსაფრთხოებას, ქალთა უფლებებსა და ღამის საათების ანაზღაურებას უკავშირდება.

კოდექსის ახალ ვარიანტში ჩადებულ ერთ-ერთ მუხლს, რომელიც „სხვა ობიექტური გარემოებების“ საფუძველზე დასაქმებულის სამსახურიდან გათვისუფლებას ითვალისწინებს, პეტრიაშვილი საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს.

„რიგ  ადამიანებს, რომლებიც მიჩვეული არიან დასაქმებული ადამიანების უფლებების  ფეხქვეშ გათელვას, ახლაც იგივეს გაკეთება უნდოდათ. იყო პოლემიკა, თუმცა საბოლო ჯამში საღმა აზრმა გაიმარჯვა. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ პირობას,  „სხვა ობიექტურ გარემოებებს“,  მაგ კუთხით თუ დასაქმებულს პრობლემა შეექმნება, მოაკითხოს პროფკავშირს და გარანტიას ვაძლევთ მაგ მუხლით ვერავინ ვერავის ვერ გაათავისუფლებს,“ - ამბობს პეტრიაშვილი.  





მსგავსი სიახლეები:

2013-05-18 / 12:41:21
უხელფასოდ დარჩენილი მუშები ავტობანის მშენებლობის შეჩერებით იმუქრებიან
2013-06-12 / 12:41:21
შრომის კოდექსის რა მუხლებზე შეთანხმდნენ დეპუტატები?
2013-06-11 / 12:41:21
შრომის კოდექსზე დეპუტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს
2013-05-31 / 12:41:21
დავითაშვილი: "შრომის კოდექსი "ოცნების" დაპირებებს ეწინააღმდეგება
2013-04-19 / 12:41:21
პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო
2013-04-02 / 12:41:21
რას ფიქრობენ დეპუტატები შრომის ახალ კოდექსზე?
2012-11-22 / 12:41:21
ხელისუფლება შრომის კოდექსში ცვლილებების შესატანად მუშაობას იწყებს
2013-04-17 / 12:41:21
პროფკავშირები შრომის კოდექსის ახალ ვარიანტს იწუნებენ


ქუთაისელმა ნოჩბოსნებმა აზერბაიჯანში სამი ოქრო მოიპოვეს

ქუთაისის სასაფლაოებზე შესაძლოა სათვალთვალო კამერები მოეწყოს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ევროკავშირის გზა ბიზნესთან მიმართებაში ჩვენთვის გახსნილია

დღეს და ხვალ ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება

ანონსი: 400 ათას ლარზე მეტი ჩინოვნიკთა სააღდგომო პრემიებისთვის, 8-ჯერ ნაკლები სოციალურად დაუცველთა ნობათებისთვის

ქუთაისში მიცვალებულთა სასაფლაოებს ძარცვავენ

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას საქართველოს საპატრიარქოდან 1280 მომლოცველი დაესწრება

გამოკითხვის გაზიარება