|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი - არ მჭირდება იმპიჩმენტი, რომლითაც მემუქრებიან

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს ქუთაისში მიმდინარე პროცესების შესწავლისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოთხოვნები მან რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  
"როცა ქუთაისში ჩამვდიოდი ვიცოდი, ბევრ სირთულეებს წავაწყდებოდი, მაგრამ ის რაც ქუთაისში ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ჩემთვის საოცარი იყო ასეთი უზნეო ადამიანების ნახვა, რომლებიც გვერდში მიდგანან და მუშაობის საშუალებას არ მაძლევენ. მე არ მჭირდება იმპიჩმენტი, რომლითაც ისინი მემუქრებიან. ეს მათ სჭირდებათ.  22 წლის წინ მე ასეთი ქუთაისი არ დამიტოვებია. დღეს კი ვხედავ, რომ ქუთაისს იქამდე არ ეშველება ვიდრე ქალაქს "ნაციონალური" მოძრაობა მართავს. ამიტომ, მივმართავ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, შეისწავლონ ქალქაში მიმდინარე პროცესები. " - აცხადებს დიმიტრი კოპალიანი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერს გუშინ "საქარველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაცია იმპიჩმენტი დაემუქრა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა