|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“კარლსონი", "ტომ სოიერი” და სხვა ცნობილი საბავშვო ლიტერატურა რუსეთში აკრძალეს

საიტი zakon436.ru რუსეთის ფედერაციაში ბავშვებისთვის აკრძალული ლიტერატურის სიას აქვეყნებს. "ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის საზიანო ინფორმაციისგან ბავშვების დაცვის შესახებ"  ფედერალური კანონი ძალაში 2012 წლის 1 სექტემბერს შევიდა.

გთავაზობთ აკრძალული ნაწარმოებების ჩამონათვალს და მიზეზებს, რის გამოც ისინი აკრძალეს:

1. "სახურავის ბინადარი კარლსონი"- ასტრიდ ლინდგრენი. ტექსტი აკრძალეს მთლიანად.  აკრძალვის საფუძველი: აკნინებს ოჯახურ ღირებულებებს და აყალიბებს მშობლებისადმი უპატივცემულობას.

2. "მაწანწალა რასმუსი" - ასტრიდ ლინდგრენი. აკრძალულია მთლიანი ტექსტი. აკრძალვის საფუძველი: შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს მაწანწალობის სურვილი.

3. "ყაჩაღის ასული რონია" - ასტრიდ ლინდგრენი. აკრძალულია მთლიანი ტექსტი. აკრძალვის საფუძველი: შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს მაწანწალობის სურვილი.

4. "ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" - მარკ ტვენი. ტექსტი აკრძალეს მთლიანად.  აკრძალვის საფუძველი: ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს მაწანწალობის სურვილი.

5. "ზღაპარი ხუცესზე და მის მუშა ბალდიზე" - ალექსანდრე პუშკინი. აკრძალულია ტექსტის ის ნაწილი, სადაც მღვდლის მკვლელობის სცენაა. აკრძალვის საფუძველი: +16 ჯგუფის პირებისთვის  სიცოცხლის მოსპობის სცენების ჩვენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ თანაგრძნობა გამოხატულია მსხვერპლის მიმართ. 

6. ზღაპარი ოქროს მამალზე - ალექსანდრე პუშკინი, აკრძალულია დოდონას მკვლელობის სცენა. აკრძალვის საფუძველი: +16 ჯგუფის პირებისთვის  სიცოცხლის მოსპობის სცენების ჩვენება იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ თანაგრძნობა გამოხატულია მსხვერპლის მიმართ. 

წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი