|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი დღეს კოპიტნარში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს

ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან.  წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი  კოპიტნარის აეროპორტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს  დაათვალიერებს.

კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციის დასრულება2012 წლის ოქტომბრისთვის არის  დაგეგმილი. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კოპიტნარის აეროპორტი  ხელ შეუწყობს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკოპანიების მოზიდვას. ფრენები განხორცილედება იგეგმება  როგორც რეგიონის, ასევე ევროპისა და აზიის მიმართულებით.

ამჟამად აეროპორტში ნავიგაციის კოშკურისა და ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასაფრენი ზოლის 9000 ფილის შეცვლა უნდა მოხდეს, იმისათვის, რომ ყველა ტიპის თვითმმფრინავის მიღება შეძლოს აეროპორტმა.

აეროპორტის გარდა, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა წყალტუბოს ესტუმროს და სათაფლიის მღვიმეც მოინახულოს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა