„ქუთაისიდან კიევში 27 სექტემბრიდან 37 ევროდ გადავფრინდებთ“
„ქუთაისიდან კიევში 27 სექტემბრიდან 37 ევროდ გადავფრინდებთ“
2012-06-04 / 00:00:00
ხათუნა მაისურაძე
Share

სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით, პირდაპირი, რეგულარული ავიარეისები განხორციელდება. მგზავრთა გადაყვანას, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ განახორციელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და  ავიაკომპანია „Wizz Air“–ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. მემორანდუმს ხელი  „საქართველოს აეროპორტების გართიანების“ დირექტორის მოადგილემ განვითარების დარგში, გიორგი მოლოდინაშვილმა და ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ჯონ სტეფენსონმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ავიაკომპანია 2012 წლის სექტემბრიდან გეგმავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  პირდაპირი, რეგულარული ავიარეისების შესრულებას კიევის მიმართულებით. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ  და მისი მეშვეობით, მთელი წლის განმვალობაში, 40 000 მგზავრის გადაყვანაა დაგეგმილი.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.

„კომპანიის მეშვეობით, ქუთაისიდან კიევში 27 სექტემბრიდან საშუალება გვექნება 37 ევროდ გადავფრინდებთ. ეს იქნება შესაძლებლობა ევროპელებისათვის და უკრაინელებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში. მაგრამ, კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობა ქართველებისთვის, იაფად ჩავიდენ როგორც უკრაინაში, ასევე, უკრაინის გავლით, ევროპის ქვეყნებში სასწავლებლად, დასასვენებლად თუ ბიზნების გასაკეთებლად,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს ფასდაკლებას შესთავაზებს და გარკვეული პერიოდით, ფრენა კიევის მიმართულებით  22 ევრო ეღირება.

 





მსგავსი სიახლეები:

2012-08-01 / 00:00:00
კოპიტნარის აეროპორტიდან პირველი ფრენა 27 სექტემბერს განხორციელდება
2012-04-30 / 00:00:00
კოპიტნარის აეროპორტი 2012 წლოს შემოდგომაზე საერთაშორისო ფრენებს მიიღებს
2012-06-04 / 00:00:00
პრეზიდენტი დღეს კოპიტნარში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს
2014-07-13 / 00:00:00
პრეზიდენტმა დავით ნარმანიას გამარჯვება მიულოცა
2013-03-20 / 00:00:00
უმრავლესობა "ნაციონალების" შეთავაზებას მორიგ ბლეფად აფასებს
2013-03-18 / 00:00:00
პარლამენტი პრეზიდენტისათვის დაზვერვის ჩამორთმევაზე მუშაობს
2013-02-11 / 00:00:00
პრეზიდენტის დახურული შეხვედრა პარტიის აქტივთან
2013-02-11 / 00:00:00
პრეზიდენტი ბაღდათში გამგებლის გასამხნევებლად ჩადის?


სასჯელაღსრულების სამინისტრო იმ პროდუქტებისა და ნივთების სიას აქვეყნებს, რომელთა საპატიმროებში შეტანა აკრძალულია

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისისთვის" თავმჯდომარემ თანამდებობაზე უარი განაცხადა

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ საპრივატიზაციო ობიექტების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირა

რამდენად კმაყოფილნი არიან ქუთაისელები საკუთარი არჩევანით - "ასას" გამოკითხვის შედეგები

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოწონების რეიტინგში პატრიარქი პირველ ადგილზეა

საქართველოს რეგიონებში 50-მდე ქუჩას და სკვერს ახალი სახელი მიენიჭა

ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე გადამწყვეტ შეხვედრას დღეს გამართავენ

გამოკითხვის გაზიარება