|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამაგეიშვილის გარდაცვალების ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები [Video]

ქუთაისში მცხოვრები 61 წლის ნიკო მამაგეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ამ დრომდე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.


 
newpress-მა ინფორმაციის გადამოწმება ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეეცადა. პროზექტურაში გარდაცლილის ახლობლების სტატუსით შევედით. ამის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა ერთ–ერთ ექსპერტთან შეგვიყვანა, რომლის თქმით, ნიკო მამაგეიშვილის ცხედარი მან გაკვეთა. აღნიშნული პიროვნება ამტკიცებს, რომ მამაგეიშვილი პროზექტურაში 6 ივნისს მიიყვანეს და იმავე დღეს, შუადღით გაკვეთა, თუმცა არ იცის სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა.


newpress-მა ინფორმაციის გადასამოწმებლად იმერეთის სახარეო კლინიკურ საავადმოყოფოსაც მიმართა. მართალია, თავდაპირველად საავადმყოფოს მიმღებში მყოფა პირმა განგვიცხადა, რომ მამაგეიშვილი კლინიკურში გუშინ მიიყვანეს და ის გუშინვე გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით, კლინიკური საავამყოფოს რეანიმატოლოგმა ლალა თოდაძემ განაცხადა, რომ პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 6 ივნისს, 12 საათზე მიიყვანა.
"პაციენტს ქონდა მოტეხილობა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად. აღენიშნებოდა ტრამვულ–ჰემორატიული შოკი, მესამე და მეოთხე ხარისხის. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მაგრამ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის გარდაიცვალა მუცლ–სისძარღვთა უკმარისობით, 14:00 საათზე," – აცხადებს ლალა თოდაძე.
თავად ავტოქარხნაში, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში (ჩინელთა ქარხანაში), სადაც სავარაუდოდ, მამაგეიშვილი მუშაობდა, ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან. ინდუსტრიულ ზონის ჩინური მხარის პრესსამსახური newpress-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის საქმის კურსში არ არის.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ნიკო მამაგეიშვილის გარდაცვალება არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება 7 ივნისს პარლამენტში მომხდარ ნგრევას. თუმცა, ამბობენ, რომ  მამაგეიშვილის გარდაცვალების სხვა დეტალები, ამდროისთვის მათთვისაც უცნობია და საქმეს თავადაც სწავლობენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა