|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newspress-ის საახალწლო ნომინაციები - ვინ და რა მოხვდა "გამარჯვებულთა" სიაში?

newspress.ge-მ საახალწლოდ სპეციალური ნომინაციები დააწესა.  რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი 2013 წელს ქუთაისში? - მთავარი მოვლენები, მთავარი გმირები, მთავარი შემსრულებლები, მთავარი სანახაობა და ბევრი სხვა მთავარი  - newpress-მა საახალწლო ნომინაციებში ასახა:


წლის "დამლაგებელი" - ყოფილი "ნაციონალი" და ამჟამად "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - გოჩა თევდორაძე
წლის "ოცნება" - საკრებულოს უმრავლესობაში ყოფნა (ამისთვის პარტიიდან პარტიაში გადაბარგებული დეპუტატები)
წლის "ხმა" - პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია
წლის "მოვლენა" - "თეთრი" ნაძვის ხე ქუთაისის ოპერის თეატრის წინ
წლის "სანახაობა" - მესხიშვილის თეატრში ჩატარებული კონკურსი მის "ქუთაისის სახე", "ქართული ოცნების" მაისურებით
წლის "პერსონა" - ამერიკიდან ჩამოსული ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი
წლის განცხადება - დიმიტრი კოპალიანის ხელწერილი გადადგომის თაობაზე
წლის ვაკანსია - ქუთაისის მერიაში მიმდინარე კონკურსი
წლის "სკამი" - ქუთაისის მერის სავარძელი
წლის "სიზმარა" - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე
წლის "მშენებელი" - ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის, ხატია ვედმედევას შესრულებელი სამუშაოები თეატრის შენობაში
წლის შოკი - თოვლი დეკემბერში
წლების პროექტი - პორტი ქუთაისში
წლის "სეკვესტრი" - ქუთაისის საკრებულოში დაშლილი "ნაციონალები", შემდგომში დაშლილი "პატრიოტები"
წლის "გადაზიდვის სერვისი"- პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობა
წლის "მებაღე"ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორად გადანაცვლებული ამირან ხვადაგიანი. 

წლის აქცენტებსა და საახალწლო ნომინაციებს დაეთმო newpress-ის 2013 წლის ბოლო გადაცემა "აქცენტი", სადაც ნომინაციებში "გამარჯვებულნი" უკვე სტუმრებთან ერთად გამოვლინდნენ.


ავტორი: ნიუპრესი