|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „გაჭირვებული“ ტურისტები მერიის საპირფარეშოებში შეჰყავთ

ქუთაისში, ორი წლის წინ აშენებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები  ამ დრომდე დაკეტილია.

ასევე, დღემდე გაურკვეველია, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საპირფარეშოების ექსპლოატაციაში გაშვებაზე.

ვიდრე სხვადასხვა სტრუქტურები ქუთაისში  არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების ექსპლოატაციაში გაშვების საკითხს ერთმანეთში არკვევენ, ქუთაისელებისთვის  საპირფარეშოები დიდი ხანია იუმორისა და განხილვის საგანია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში ბუტაფორიულ შენობებს, ბუტაფორიული ტუალეტებიც მიემატა და დაბნეულ გიდებს „გაჭირვებული“ ტურისტები ქუთაისის მერიის საპირფარეშოებში შეჰყავთ.

„საზოგადოებრივი ტუალეტები, რომლითაც საზოგადება ვერ სარგებლობს, უკვე ანეგდოტის თემაა ქუთაისში. არაერთხელ გვინახავს მერიის შენობაში რომ შეჰყავს ტურისტები ექსკურსიამძღოლს და იქ სთხოვენ დაცვას ან ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებს,რომ ტურისტებმა ტუალეტით ისარგებლონ. ეს სასაცილო და სამარცხივნო ფაქტია,“- განმარტავენ ადგილობრივები.

ქუთაისში ოთხი საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობა საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2011 წელსდაიწყოდა 2012 წლის ოქტომბერში დაასრულა. ქუთაისში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობისთვის წყალმომარაგების კომპანიამ  182 289  ლარი  დახარჯა.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლოფირმა „თელასმაგანახორციელა.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე საპირფარეშოების ექსპუატაციაში გაშვება, რომელთა მოსაწყობად მიწის ნაკვეთის საეჭვოდ გასხვისების თემა იკვეთება - ნახეთ მალე newpress.ge- ზე.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა