|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი გიდები და ტუროპერატორები პოლონეთში გადამზადდებიან

2014 წელს ტუროპერატორები, გიდები და სასტუმროს მომსახურე პერსონალი ქუთაისიდან პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გადამზადების კურსებს გაივლიან. აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 6 თვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციისას განმარტა. მალხაზ ჭრელაშვილის განცხადებით, ქალაქში სასტუმროსა და კვების ობიექტების მოსახურების კუთხით ხარვეზებია.

მერიის ეკონომიკური სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისში ტურიტების შემოსვლა იმატებს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში სამსახურმა  საერთაშორისო ტურისტულ  გამოფენებში  მონაწილეობა, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 5-ჯერ მიიღო.

მალხაზ ჭრელაშვილი განმარტავს, რომ მომავალში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე საინფორმაციო ბუკლეტების გარდა, ქუთაისის შესახებ მომზადებულ ვიდეო რგოლებსაც წარმოადგენენ.   

ავტორი: დეა მანაგაძე