|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ევროკავშირის გზა ბიზნესთან მიმართებაში ჩვენთვის გახსნილია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირთან პარაფირების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.  

საქართველოსა და ევროკავშირს შორის იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით  დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შედგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის. 
ეკონომიკის  მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას  ხელი მიმდინარე წლის ივნისში უნდა მოწეროს. მანამდე საჯარო მოხელეების, სამოქალაქოს სექტორისა და ბიზნესმენების ინფორმირება უნდა მოხდეს. 
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ბიზნესით დაინტერესებულ პირებს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ პარაფირების ფარგლებში ჩვენთვის ევროკავშირის გზა ბიზნესთან მიმართებაში გახსნილია. იქნება რაც შეიძლება მეტი ექსპორტი", - განმარტა შეხვედრაზე ჯანელიძემ.  
ასოცირების შეთანხმების შესახებ ხელშეკრულება, სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი ევროკავშირთან პოლიტიკური ინსტიტუტების დაახლოებას გულისხმობს, მეორე ნაწილი სექტორულ თანამშრომლობას მოიცავს, რაც სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში თანამშრომლობას ეხება. ასოცირების ხელშეკრულების მესამე ნაწილი ქართული საქონლისა და მომსახურებისათვის ევროკავშირის ბაზრის გახსნას გულისხმობს. ასევე, ხელშეკრულება ევროკავშირში წარმოებულ საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებასაც ითვალისწინებს. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა