|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელებს ინფრასტრუქტურული პრობლემების დაფიქსირება ელექტრონულად შეეძლებათ

ქუთაისში, ინფრასტრუქტურული და კომუნალური პრობლემების დაფიქსირება მოსახლეობას ელექტრონულად შეეძლებათ. ვებ-გვერდზე www.mystreet.ge მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიურ რეჟიმში დააფიქსრონ მიმდინარე პრობლემები. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ქუთაისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით პროექტის განხორციელება ქუთაისის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია.
"მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულ რეჟიმში გვაცნობონ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ. მაქსიმალურად მოხდება მათი გათვალისწინება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტშიც აისახება," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით, ორგანიზაცია აღნიშნულ ინიციატივას 2011 წლიდან დედაქალაქში ახორციელებს.
"ვებ-გვერდი მოსახლეობას საშუალებას მისცემს შეიტყონ თუ რა დროში უნდა შესრულდეს მათი პრობლემა. ეს არის დამატებითი კომუნიკაციის საშუალება და სერვისი თვითმმართველობის მხრიდან. ასევე, დროის დაზოგვის საშუალება მოქალაქეებისთვის," - განაცხადა ეკა გიგაურმა.  
 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა