|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბრიდან თბილისში, პარლამენტის შენობაში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება

სექტემბრიდან თბილისში, პარლამენტის შენობაში სრულფასოვანი საკომიტეტო მუშაობა იქნება შესაძლებელი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყოს ყოველკვირეული მუშაობა. 
"სექტემბრიდან თბილისში პარლამენტის შენობაში ჩვენ შევძლებთ სრულფასოვან მუშაობას საკომიტეტო მუშაობის კუთხით. ჩვენ ყოველ კვირას უნდა გვქონდეს იქ მნიშვნელოვანი სამუშაო ღონისძიებები, ჩვენ ყოველკვარტალურად უნდა მოვისმინოთ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რადგან ჩვენ ვართ დაინტერესებული სწორად და კარგად საქმის წაყვანაში და პასუხისმგებლობაც და შრომაც უნდა გავიზიაროთ. დავაღწიოთ თავი იმ ხასიათს ჩვენს, რომ ან ძმობის რეჟიმში ვართ ერთად, ან მტრობის რეჟიმში. უმრავლესობა და მთავრობა არც ძმობის რეჟიმში უნდა იყოს ერთმანეთთან და არც მტრობის. ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორობის და მუშაობის რეჟიმში, ამიტომ ვართ ორად გაყოფილი ერთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ორ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, ისე როგორც პროკურორიც საჭიროა და მოსამართლეც. მოსამართლე იმიტომ არ არის საჭირო, რომ პროკურორს არ ვენდობით მაგრამ საჭიროა იმისთვის, რომ ვინმემ სხვამ სხვა კუთხით გააგრძელოს ეს საკითხი", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

იხილეთ სრულად. 
წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა