|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პოემუსი" 11 წლის ბავშვის დასახმარებლად ქუთაისში კონცერტს გამართავს

ქუთაისში ფესტივალ „პოემუსის“  ფარგლებში მესხიშვილის თეატრში საქველმოქმედო  აქცია–პერფორმანსი გაიმართება. აქციის მიზანს 11 წლის ნანიკო ტორონჯაძის დახმარება წარმოადგენს. გოგონა ავთვისებიანი იუნგის სარკომითაა დაავადებული.  მისი მკურნალობის ხარჯების დიდი ნაწილი დიმიტრი ცინცაძის ფონდმა, ჯანდაცვის სამინისტრომ  და ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ გაიღო.

ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, რჩება გარკვეული თანხა, რომლის მოგროვებას ხვალინდელ კონცერტზე იმედოვნებენ.

"ნანიკოს საფრანგეთში მკურნალობა ესაჭიროება. ხვალინდელ კონცერტზე იმედი გვაქვს რომ იმდენი თანხა მოგროვდება გზის ხარჯები დაიფაროს", –აღნიშნა ფესტივალის იდეის ავტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ბექა ელბაქიძემ. 

კონცერტზე წარმოდგენილი იქნება "ცისფერყანწელთა პოეზია" და ქართული მუსიკა, რომელთაც ცნობილი ქართველი არტისტები წარმოადგენენ.

საქველმოქმედო კონცერტი–აქციის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

დასწრება თავისუფალია, თუმცა დარბაზში განთავსდება ყუთები, ასევე გამოცხადდება ანგარიშის  ნომერი, რითაც საშუალება ექნებათ დახმარება გაუწიონ ნანიკო ტორონჯაძეს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0901080806.

საქველმოქმედო კონცერტი 30 ივლისს 19 საათზე გაიმართება მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა