|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება

უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. კანონპროექტის ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა, ხოლო ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით უნდა განიხილონ.
კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით ასოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისთვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე. 
დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, საქართველოში უკანონო აბორტებთან დაკავშირებით შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება იყო, ამიტომ აუცილებელია კანონის გამკაცრება.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი კაციანმა. 
,,საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკმაოდ ლიბერალური მიდგომა იყო ამასთან დაკავშირებით საქართველოში. რეალობიდან გამომდინარე არის საჭიროება,  მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრდეს. შესაბამისად, უკანონო აბორტის შემთხვევაში რომელსაც ზიანი მოჰყვება, სანქციები უნდა გაიზარდოს. კანონი ითვალისწინებდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ცვლილების მიხედვით   გაიზრდება ორიდან ხუთ წლამდე", - განაცხადა კახიანმა.
ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა