|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ქრისტიანულმა ბანაკმა 200 მუსულმან და ქრისტიან მოზარდს უმასპინძლა

იმერეთში, ვარციხეში „საერთაშორისო ქრისტიანულ  ბაკების“ ეგიდით, ბანაკმა ვაზი“ 200-მდე მოზარდ უმასპინძლა. ბანაკს ორგანზება და ფინანსური მხარდაჭერა საქველმოქმედო ორგანიზაცია ბეთელმა“ გაუწია. ბანაკში 50--მა დევნილმა და 50 -ზე მეტმა მუსულმანმა ახალგაზრდამ დაისვენა ადიგენიდან და აჭარის რეგიონიდან.  

მიუხედავად იმისა, რომ ბანაკი ქრისტიანული იყო, როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს,  ბანაკში არ მიმდინარეობდა დენომინაციური ქადაგებები. „ზოგადი საუბრები გვქონდა ღმერთზე, სიყვარულზე, ტოლერანტობაზე, განსხვავებულის მიღებაზე , ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობაზე. ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცვნეს და დამეგობრდნენ, რაც ძალიან სასიხარულოა", -აღნიშნა ბანაკის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავთო დოლიძემ.

ქრისტიანული ბანაკი ვარციხეში წელს მეორედ მოეწყო. თუმცა ბანაკმა მუსულმან ახალგაზრდებს წელს პირველად უმასპინძლა.

„ძალიან კმაყოფილები ვართ პირველად აღმოვჩნდით ასეთ სიტუაციაში. როცა არ გვიწევს დაძაბული ყოფნა ჩვენი სარწმუნოების გამო. აქ არავინ გვამცირებდა და დაგვცინოდა. თავიდან ბანაკში წასვლის შემოთავაზებას ეჭვით ვუყურებდით და სიმართლე გითხრათ წამოსვლაც არ მინდოდა. მაგრამ აახლა წასვლა აღარ მინდა:, - აღნიშნა ბანაკის ერთ- ერთმა მონაწილემ მუსულმანური თემიდან.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა